05/09/2023
12:40
პოლიტიკა
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი პირველი არის დეპოლარიზაცია, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს ის საქართველოში, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტეროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაცია არ განხორციელდება.
„მოგეხსენებათ, ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტეროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში, ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.
0
0