-share.jpg)
„საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში, შეიძლება ძალიან მარტივად მოგვარდეს ვიზების საკითხი. ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს ტურისტების საკითხიც, ისე რომ, ნამდვილი ტურისტი რომ ჩავა აეროპორტში, ხუთ წუთში იყოს ისრაელში“,- ამის შესახებ „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ, spacesnews - სივრცეების გადაცემაში - „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ ისაუბრა.
იციკ მოშე მიიჩნევს, რომ საკითხის მოგვარება ძალიან მარტივია, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს საკითხი მოითხოვს ორმხრივ - ისრაელისა და საქართველოს მზაობას, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს.
„ ამ საკითხის მოგვარება ძალიან ადვილია, თუმცა არც საქართველო და არც ისრაელი არ არის მზად, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. ეს უნდა იყოს, ერთი მხრივ, მოთხოვნა, ხოლო მეორე მხრივ, - შესრულება.
ერთმანეთს უნდა შეხვდნენ ისრაელში ტურიზმის ახალი მინისტრი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ეს საკითხიც მოგვარდება ერთ თვეში. ერთ თვეში იმ დონეზე მოგვარდება, რომ ყოველი ტურისტი, ნამდვილი ტურისტი, რომელიც ჩავა აეროპორტში, 5 წუთში გადალახავს საზღვარს. ასევე იქნება სამუშაო ვიზები - ამას სჭირდება ორივე მხარის მუშაობა“,- განაცხადა იციკ მოშემ ინტერვიუში.
0
0