08/06/2023
15:19
პოლიტიკა
როგორ შეიძლება, პოლიტიკურ ორგანიზაციას რაიმე ამბიცია ჰქონდეს და პარალელურად, ხაბეიშვილი ჰყავდეს თავმჯდომარედ. ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, დასრულებულია.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით უფრო და უფრო რთული ხდება სერიოზული კომენტარის ან შეფასების გაკეთება. ისეთი თავმჯდომარე დაუნიშნეს, რომ ამ ორგანიზაციას არამც თუ მომავალი არ აქვს, არამედ საერთოდ დასრულებულია. როგორ შეიძლება, ორგანიზაციას ჰქონდეს რაიმე მომავალი ან პოლიტიკური ამბიცია და პარალელურად, ხაბეიშვილი ჰყავდეს თავმჯდომარედ. ეს წარმოუდგენელია. მანამდე მყოფი თავმჯდომარეც არ წყვეტდა ვარსკვლავებს, მაგრამ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა მართლაც დასასრულის დასასრულია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ამასთან, ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩია, ჩამოყალიბდნენ.
„სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობდნენ, ფატალური შედეგი დადგება და ასე შემდეგ, დღეს კი უკვე გვესმის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ჰყოლიათ გადანახული. ისიც კარგად გახსოვთ, როცა ამ ვაჟბატონმა მორიგ ჯერზე სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა, როდესაც ქართველ ხალხს უთხრა – თქვენ არ გელაპარაკებით, არ გესაუბრებით ქართულად, მშობლიურ ენაზე აღარ ვსაუბრობ, გესაუბრებით მხოლოდ უკრაინულ ენაზე, ქართული პოლიტიკა და საქართველოს ბედ-იღბალი აღარ მაინტერესებსო. ამით პრაქტიკულად თქვა, რომ როგორმე ციხისთვის თავი დაეღწია, მაგრამ როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლომ მათ ზრახვებს ბოლო ლურსმანიც მიაჭედა. ამის შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი თურმე პრემიერობის კანდიდატი ყოფილა. სააკაშვილი ეყოლებათ პრემიერობის კანდიდატი, მელია თუ ორჯერ ხაბეიშვილი და მერაბიშვილო, მეგის ქარდავა ერთად დააყენებენ კანდიდატურას, ამით არაფერი იცვლება ქართულ რეალობაში. ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული და ბუნებრივია, ჩვენი ხალხი, ქვეყანა იმსახურებს მომავალს. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი საქართველოს მომავალში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
0
0