
როგორ შეიძლება, ადამიანს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა „წითელი პასპორტით“ შეეძლოს და „ლურჯი პასპორტით“ არა, ტექნიკურ დონეზეც კი გაურკვეველი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ქართველ ხალხს ევროკავშირისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას უჩენს.
„როგორ შეიძლება, ადამიანს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ე.წ. ლურჯი პასპორტით არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს? – ტექნიკურ დონეზეც კი გაურკვეველია, რა გადაწყვეტილება იყო მიღებული. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ტექნიკურ დონეზეც შეუძლებელია, რომ ახლა ვიმსჯელოთ რა იქნება, რა შეზღუდვასთან გვექნება საქმე. დიპლომატებზე როდესაც გვაქვს საუბარი, დიპლომატებისთვის პასპორტის გამოყენების აკრძალვა საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არანაირ წესსა და იმ მართლწესრიგში, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობენ. სამწუხაროა, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები საფუძველი ხდება, ქვეყანაში სკეპტიკური დამოკიდებულებების გაჩენის ევროპისადმი და ევროკავშირისადმი. ეს არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ და ისევ გარკვეული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები სწორედ ამისკენ უბიძგებს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არსებობს თანხმობა ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026