რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - დეტალურ ინსტრუქციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს.
გამოქვეყნებული ინსტრუქცია ასევე ეხმაურება გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან პოლიტიკური ნიშნით არიან მოხსნილი.
როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. საგარეო უწყების თანახმად, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უმთავრეს მიზანს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა წარმოადგენს; შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის არც საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება, არც საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა (რისთვისაც არსებობს კონკრეტული საფუძვლები) არანაირად არ უკავშირდება მოქალაქის პოლიტიკურ შეხედულებებს.
0
0