11/05/2022
13:48
ომი უკრაინაში
უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, კერძოდ, სამხრეთით მდებარე ქალაქ ხერსონში, რუსეთი საკუთარ ვალუტას ნერგავს და რუსულ მედიასაშუალებებსა და ინტერნეტ-სერვისებს ააქტიურებს.
უკრაინული მხარის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთი ქალაქში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რათა გაიგოს, სურს თუ არა ქალაქის მოსახლეობას პრორუსული სეპარატისტული "სახალხო რესპუბლიკის" შექმნა; მაგრამ კენჭისყრა უკანონო და ყალბი იქნება.
რუსეთმა ხერსონის ლეგიტიმურად არჩეული მერი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ის ქალაქისა და მიმდებარე რეგიონის პრორუსული ადმინისტრაციით ჩაანაცვლა.
დაბლოკილია უკრაინულ ტელეარხებზე წვდომა, ხოლო ინტერნეტ-სერვისის პროვაიდერები რუსული სისტემით შეიცვალა.
რუსეთის ჯარებმა ხერსონი მარტის დასაწყისში - უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიკავეს. ეს უკრაინის პირველი დიდი ქალაქი იყო, რომელიც დაეცა.
0
0