
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ხელისუფლების წარმომადგენლების მუშაობით აღფრთოვანებულია.
როგორც სააკაშვილი Facebook-ზე წერს, გული წყდება, რომ უკრაინის პრეზიდენტის გუნდს ვერ ეხმარება.
„როგორ მინდა, რომ მწყობრში ვიყო და პრეზიდენტის გუნდს ვეხმარებოდე. თუმცა, ის და მისი გუნდი ფანტასტიკურად მოქმედებენ და ჩემს ისედაც მაღალ მოლოდინსაც გადააჭარბეს. ვამაყობ ასეთი პრეზიდენტით. ვამაყობ, რომ ერმაკთან ერთად ვსწავლობდი. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ, თუ როგორ მუშაობს კულება და როგორ აანალიზებს სიტუაციას პოდოლიაკი. ეს, რეალურად, დიპლომატიის სრულიად ახალი სკოლაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება. ერთადერთი, რითაც მე შევეცადე, მათ დავხმარებოდი, იყო ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს გავუგზავნე 2008 წელს, თითოეული დელეგაციის მიერ დაშვებული შეცდომების მემორანდუმი." - წერს სააკაშვილი.
0
0