
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის ყოფილ დირექტორს პოსტს უძღვნის და სვამს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ იშოვა სამანტა პაუერმა ამდენი ფული.
ამ კითხვას თეთრი სახლის ლიდერმა ფოტოკოლაჟი დაურთო, რომელზეც პაუერთან ერთად ის ადამიანები არიან გამოსახულები, რომლებიც ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 2016 წელს სადაზვერვო მონაცემების გაყალბებასთან დაკავშირებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის ქონება 30 მილიონ დოლარს შეადგენს მაშინ, როცა მისი წლიური ხელფასი 180 ათასი დოლარია. ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გააზიარა.
პაუერს საქართველოს შესახებაც აქვს გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, კერძოდ, 2023 წელს ის თბილისს „გამჭვირვალობის კანონზე“ უარის თქმისკენ მოუწოდებდა.
„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე", - წერს სამანტა პაუერი.
0
0