19/12/2023
11:13
მსოფლიო
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჰოლივუდის მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვა გამოიწვია, სადავო საკითხის ირგვლივ დებატები არ გამართულა ინდურ კინოინდუსტრიაში, სადაც ათიათასობით ადამიანია დასაქმებული.
რეჟისორმა შეხარ კაპურმა თავისი სადებიუტო ინდური ფილმის Masoom-ის (1983) გადაღების შემდეგ გადაწყვიტა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტით, ChatGPT-ით, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. ჯილდოს მფლობელი რეჟისორი გაოცებული დარჩა იმით, თუ „როგორ ინტუიციურად ესმოდა ხელოვნურ ინტელექტს მორალური კონფლიქტი სიუჟეტში“.
,,ხელოვნური ინტელექტი „ქაოტურ“ მომავალს ქმნის, რადგან მანქანას წამებში შეუძლია გააკეთოს ის, რისთვისაც სცენარისტებს კვირეები დასჭირდებათ,“ - თქვა კაპურმა.
Deloitte-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად გადაღებული ფილმების თვალსაზრისით, ინდოეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი კინოინდუსტრია აქვს, სადაც 850 000 ადამიანია დასაქმებული.
,,ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ დებატები ჯერ არ გამართულა, თუმცა ამის დრო უკვე მოვიდა, რადგან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ყოველ წამს უფრო ჭკვიანი ხდება“, - განაცხადა ინდოეთის პროდიუსერების გილდიის ყოფილმა პრეზიდენტმა სიდჰარტ როი კაპურმა.
,,ხელოვნური ინტელექტი შორს არის იმ წერტილისგან, სადაც, „ღილაკზე დაჭერით, ყველაფერი მზადაა“. ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს იდეებისთვის ვიყენებდით, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს ჯერ კიდევ არ შეესაბამება გამოსახულების 4K გარჩევადობას. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ცოცხალი მოქმედების უფრო იაფი ალტერნატივაა“, - განაცხადეს ვიზუალური ეფექტების სტუდია Redchillies.vfx-ს მმართველებმა კეიტან იადავმა და ჰარი ჰინგორანმა.
როგორც BBC-ი წერს, ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავს რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების შესახებ. თუმცა ხელოვნურ ინტელექტს მეორე მხარეც აქვს. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია კინოგადაღების გარკვეული ასპექტები უფრო მარტივი და სწრაფი გახადოს.
”რაც შეეხება ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, ხელოვნური ინტელექტი მომხიბვლელია, მაგრამ ის არ არის ისეთი ორგანული, როგორც ცოცხალი მოქმედება ან ანიმე. როდესაც ChatGPT-ით თავდაპირველად დავინტერესდი, ჩემს თავს ვკითხე, ,,ვინ არის უფრო ჭკვიანი?“ და პასუხი იყო, რომ ,,მე ვარ“. ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს საკუთარი მორალური გრძნობა. ის მორალს უკვე არსებული მონაცემებიდან ადგენს. ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია შექმნას იდუმალება, შიშის გრძნობა ან სიყვარული. თუმცა, მას ნამდვილად შეუძლია ფილმის გადაღების პროცესის დემოკრატიზება,“ - თქვა იადავმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024