10/07/2023
20:20
საზოგადოება
„ეს იყო სამაგალითო დასჯა და რატო მოხვდა მიზეზი არ ვიცი, ალბათ ოდესმე, რაღაც მიზეზი გაირკვევა. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცამ, რაღაც არასწორი ამბავი მიუტანა თუ რა იყო, ვერ ვხვდები. რატომ დაიწყო ეს საქმე რას ერჩიან გიორგის“, - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, ოფთალმოლოგმა მარინა რამაზაშვილმა, „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბარში.
მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან ნაცნობობაზე და თქვა, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები მასთან დადიოდნენ კონსულტაციებზე.
ბაჩიაშვილის დედის თქმით, ერთ-ერთი ვიზიტისას, მან ბიძინა ივანიშვილს, თავის შვილზე მოუყვა, კერძოდ საფრანგეთში მიღებულ განათლებაზე და შემდეგი ვიზიტისას ივანიშვილმა ბაჩიაშვილის ტელეფონის ნომერი ითხოვა, რის მერეც, მალევე ბაჩიაშვილმა ივანიშვილთან დაიწყო მუშაობა.
„მიკვირს რამ აიძულა ეს კაცი, ვინ რა უთხრა ასეთი, რომ ასე მოქცეულიყო. იმიტომ, რომ მართლა, რომ რაღაც ყოფილიყო 8 წლის განმავლობაში არ მოიკითხავდა ეს კაცი რას შვები, როგორ მიდის ჩვენი ერთიანი საქმეო?! ერთიანი საქმე მათ არ ჰქონიათ, ეს[ბაჩიაშვილი] იყო მისი თანამშრომელი“, - ამბობს რამაზაშვილი სატელეფონო საუბრისას.
ბაჩიაშვილის დედამ ასევე თქვა, რომ არავის მიმართ არანაირი სიბოროტის გრძნობა არ გასჩენია. მან ინტერვიუს დროს განაცხადა: „მე ყოველთვის მადლიერი ვიყავი იმ ადამიანების, ვისი მადლიერიც უნდა ვყოფილიყავი“.
0
0