
მოძღვარი თეოდორე გიგნიძე პასუხობს შეკითხვას: როგორ დავიხსნათ თავი ჯადოსგან?
„ჯადო არ მოქმედებს ქრისტიანზე, ანუ ადამიანზე, რომელიც ქრისტეს დაემოწაფა; არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ახალი აღთქმის წმ. მცნებების აღმსრულებელი. ვისაც ჯადოს უკეთებენ, მასზე მოქმედებს ბოროტი, პიროვნული სული ანუ ეშმაკი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ღორშიც ვერ შედის თუ ღმერთმა არ დაუშვა. ამიტომ თუ ადამიანზე ჯადომ იმოქმედა, მიზეზი თვით ამ ადამიანის სულიერ ცხოვრებაშია საძებნი.
დღეს დიდად რეკლამირდება და პრაქტიკაში ინერგება ე. წ. ჯადოს მომხსნელთა სამსახური. ამგვარი "სამსახურების" რეკლამირება სამარცხვინოა ჩვენნაირი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნისათვის, ხოლო მათი სერვისით მოსარგებლენი უმძიმეს ცოდვაში ვარდებიან. როცა ჯადოს გიკეთებენ მსხვერპლი ხარ; ხოლო როცა თავად მიდიხარ ჯადოქართან (ჯადოს მომხსნელი იგივე ჯადოქარია) - თანამონაწილე, ეშმაკის თანამზრახველი ხდები. როგორც წესი, "ჯადოს მომხსნელთან" მისულისაგან ერთი ეშმაკი გამოდის (რომელიც აწუხებდა) და სხვა შედის; ან შესაძლოა მოხდეს უარესი, - ადამიანი სულიერად ისე დაზიანდეს, რომ ვეღარასოდეს გახდეს ქრისტიანი, ანუ ღვთის შემეცნების უნარი დაკარგოს.
ხოლო თავად ჯადოქარნი, - მკეთებელნიც და მომხსნელნიც, როგორც კაცის მკვლელნი წარდგებიან ღვთის წინაშე“ - ამბობს მღვდელი თეოდორე გიგნიძე.
0
0