08/12/2023
14:25
მსოფლიო
“როგორ ახსნით, რომ, ერთი მხრივ, რუსეთი სანქციებს ექვემდებარება, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკელები აორმაგებენ რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვას?” - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კითხვაზე - თქვენ ყოველთვის ამტკიცებდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „სულელურია“. თუმცა, თქვენ მხარი დაუჭირეთ სანქციების ყველა პაკეტს. როგორ ახსნით ამ წინააღმდეგობას? - ვიქტორ ორბანმა უპასუხა:
"მე არ დამიჭერია მხარი სანქციებისთვის. სიმართლე გითხრათ, რთულია მოიძებნოს თუნდაც ერთი მაგალითი ევროპის ისტორიაში, როდესაც სანქციებმა რეალურად სასურველი შედეგი გამოიღეს. ძალიან იშვიათია, როდესაც [სანქციები] სასარგებლოა. სანქციები თავისი ბუნებით ცუდი პოლიტიკაა. მოცემულ შემთხვევაში ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ. პირველი ის არის, რომ სანქციების შემუშავებაც და აღსრულებაც ცუდად წარიმართა და ზოგჯერ უფრო მეტ ზიანს აყენებს ევროკავშირის წევრებს, ვიდრე რუსეთს. მეორეც, ჩვენ მოტყუებულნი დავრჩით. როგორ ახსნით, რომ, ერთი მხრივ, რუსეთი სანქციებს ექვემდებარება, ხოლო მეორე მხრივ, ამერიკელები აორმაგებენ რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვას? როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, სხვები, განსაკუთრებით აშშ, თავს არიდებენ მათ და ახერხებენ კარგი გარიგებების დადებას. თუ რაიმეს გაკეთება გვინდა, სერიოზულად უნდა გავაკეთოთ. ახლა მე არ შემიძლია ყოველ ჯერზე "ვეტოს" დადება. მე უნდა გამოვნახო სწორი ბალანსი. მე მხოლოდ ვაფერხებ იმ გადაწყვეტილებებს, სანქციებს, რომელიც ეწინააღმდეგება უნგრეთის ფუნდამენტურ ინტერესებს." - აცხადებს ორბანი.
0
0