15/03/2023
15:44
მსოფლიო
2021 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვას ხელში ჩაგდებას. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი „სააგენტო“ იუწყება, რომლის ცნობითაც, მასზე წვდომა მოიპოვა საერთაშორისო ჟურნალისტური კონსორციუმის რამდენიმე მედიასაშუალებამ.
დოკუმენტს ერქვა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“. მასში, მიზნებს შორის, სხვა საკითხებთან ერთად, იყო კიშინიოვის იძულებითი შესვლა „კოლექტიური უსაფრთოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა“ და „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“.
დოკუმენტი აგებულია მსგავსი სცენარის მიხედვით, როგორც რუსეთის ფედერაციის გეგმა ბელორუსის რესპუბლიკის ხელში ჩაგდების თაობაზე.
„რუსეთის მიზნები მოლდოვაში იყოფა სამხედრო-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ და გადაუდებელ ხარისხებად - 2022, 2025 და 2030 წლამდე“, - ნათქვამია „სააგენტოს“ მასალაში.
კერძოდ, 2025 წლამდე პუტინის ადმინისტრაციას სურდა მოლდოვაში პრორუსული განწყობების შექმნა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული პოლიტიკური მოძრაობების ხარჯზე. სხვა საკითხებთან ერთად, მოსკოვმა თავიდან უნდა აიცილოს „რუმინიზაცია“ და გაზარდოს რუსული ენა რუსულ ენოვანი განათლების გზით.
დოკუმენტში საუბარი იყო რუსეთის სხვა გრძელვადიან მიზნებზეც. ერთ-ერთი მათგანი იყო რუსული ენის, როგორც ეთნიკური კომუნიკაციის ენად დამკვიდრება მოლდოვაში. კერძოდ, ქვეყანაში რუსული მედიის არსებობის უზრუნველყოფის გზით. ასევე 2021-2030 წლებში, რუსეთმა აქტიურად უნდა იბრძოლოს ნატოს, ევროკავშირის, აშშ-ს, თურქეთისა და უკრაინის გავლენის წინააღმდეგ მოლდოვაზე.
რუსეთის ფედერაციას ასევე სურდა ეკონომიკური ინსტრუმენტებით ზეწოლა კიშინიოვზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოლდოვა დამოკიდებულია რუსულ იმპორტზე, პირველ რიგში გაზის მიწოდებაზე.
არსებობდა ასევე მოკლევადიანი მიზნები, რომლებიც მოიცავდა მთავრობის ქმედებებს დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო ყოფნის აღმოსაფხვრელად, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთ-მოლდოვური ურთიერთობების განვითარებას.
0
0