24/12/2021
15:53
სხვადასხვა
რატომ გვეშინია სტომატოლოგების?
როგორც წესი, სტომატოლოგიური მკურნალობის შიში შეძენილია. მისი გამომწვევი მიზეზებია:
კბილების მკურნალობის უარყოფითი გამოცდილება;
პირის ღრუს მომატებული მგრძნობელობა;
ნებისმიერი სამედიცინო პროცედურისა და სამედიცინო ხელსაწყოების შიში (შპრიცების, ნემსების, წამლების სუნის შიში)
ინფექციის შიში;
სირცხვილის გრძნობა და დამცირების შიში - როცა ადამიანი მწვავედ აღიქვამს კბილებისა და ჰიგიენის მდგომარეობის შესახებ კომენტარებს.
როგორ ამოვიცნოთ დენტოფობია
დენტოფობია ფსიქოემოციურ და ფიზიკურ დონეზე ვლინდება. მისი სიმპტომებია:
შფოთვისა და შიშის ძლიერი განცდა;
უკონტროლო აგრესია;
კიდურების დაბუჟება;
პულსის აჩქარება;
არტერიული წნევის მომატება;
კანკალი;
პირის სიმშრალე;
გულისრევის შეგრძნება და ზოგჯერ ღებინება;
თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა.
რატომ არ შეიძლება პრობლემის უგულვებელყოფა
შიშის შეგრძნებით, ადამიანიცდილობსთავიდანაიცილოსსიტუაცია, რომელიცშიშსიწვევს. თუმცა, როცა საქმეჯანმრთელობას ეხება, ასეთიდამოკიდებულებამიუღებელია, რადგანპრობლემამხოლოდგაუარესდება. ბუნებრივია, სტომატოლოგთანვიზიტისგადადებითადამიანიმდგომარეობასმხოლოდ ართულებს - დაგვიანებული მკურნალობა შეიძლებაუფრორთულიდაძვირი აღმოჩნდეს.
როგორ გავუმკლავდეთ დენტოფობიას
პრობლემის სერიოზულობას სულ უფრო ადამიანი აცნობიერებს და ხვდება, რომ მხოლოდ დარწმუნების მცდელობა საკმარისი არ არის. ნებისმიერ ფობიას თავისი მიზეზები აქვს და როდესაც მარტივი რჩევები ვერ გვეხმარება, საუკეთესო გამოსავალი ფსიქოთერაპევტთან ვიზიტია. ის ამოიცნობს რას უკავშირდება შიში და გასწავლით ტექნიკას, რომელიც დენტოფობიასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე დამშვიდებაში დაგეხმარებათ:
1.გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ განვითარდა ბოლო წლებში სტომატოლოგია და მკურნალობის რა ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები არსებობს. დაათვალიერეთ ფოტოები სტომატოლოგიური კლინიკების ვებ-გვერდებზე - ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი შთაგაგონებთ და შიშს შეამცირებს.
2. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კლინიკა და დათქმულ დროზე15-20 წუთით ადრე მიბრძანდით, რომ გარემოს შეეგუოთ.
3. პირველ შეხვედრის დროს გაიცანით სტომატოლოგი და უამბეთ თქვენი პრობლემის შესახებ. კარგი სტომატოლოგი ყველაფერს გააკეთებს პაციენტის კომფორტისთვის.
4. მკურნალობის კურსის შერჩევის შემდეგ დაიწყეთ ისეთი მარტივი პროცედურით, როგორიცაა ჰიგიენური წმენდა.
5. სტომატოლოგისთვის კითხვების დასმით შესაძლებელია, სტრესის დონე შეამციროთ. დაწვრილებით გამოჰკითხეთ მანიპულაციების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.
როგორ დავეხმაროთ შვილს დენტოფობიასთან გამკლავებაში
დენტოფობიის ჩამოყალიბებაშიმემკვიდრეობითიფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პატარა ბავშვებს,რომლებიცსტომატოლოგთან არასოდესყოფილან, მისი არ ეშინიათ, მაგრამ მშობლებისჩვევებს ადვილად ითვისებენ. კარგი მშობელი უნდა ეცადოს, რომ თავისი უარყოფითი გამოცდილებაშვილს არ გადასცეს. დადებითიემოციებისგასაძლიერებლად, უამბეთ ბავშვსძმის, ბიძისანბებიისმაგალითების შესახე, რომელიცსტომატოლოგთან ხშირად დადიან და არაფრის ეშინიათ.
წაიყვანეთ ბავშვი სტომატოლოგთანუბრალო კონსულტაციისთვის. სასურველია, ამის გაკეთება 2 წლისასაკიდან დაიწყოთ. სტომატოლოგიუამბობს ჰიგიენისსაფუძვლებისშესახებ და კბილების სწორად გახეხვას ასწავლის. სტომატოლოგთან სიახლოვე ბავშვს დენტოფობიის თავიდან აცილებაში დაეხმარება.
0
0