როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? – ამ ის შეახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არ იქნება გასაკვირი, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა „ვითომ მეომრების“ დაგეგმილი რომ იყოს.
„როდის იყო, რომ ნაცმოძრაობისათვის რაიმე წმინდა არსებობდა? რა უკრაინაში რუსული აგრესია და რა უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა? საკუთარი ქვეყნის ჭირს იყენებენ სათავისოდ და უკრაინა არ ჰკიდიათ? მეტი წილი ეს ვითომ მეომრები, ყველაზე არ ვსაუბრობ, ერთი მიზეზით არიან იქ, თავიანთი გამოცდილება არეულობისათვის გამოიყენონ საქართველოში. პუტჩის გამოცდილება და პუტჩის მონაწილეები კიდევ, ოხრად ყავთ პარტიაში და პარტიის ლიდერშიფში. სრულიად არ გამკვირვებია, მაგ ნახირს ბიძინაზე თავდასხმა რომ დაეგეგმათ. მაგრამ ვერ ეღირსებიან მაგ მიზნის მიღწევას, ეს ჩანასახშივე უნდა იცოდნენ ამ გარეწრებმა..“– წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
0
0