
ასტროლოგი რამაზ გიგაური რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ფაზის შესახებ საკუთარ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"2023 წლის დომინანტური ასპექტი იქნება იუპიტერი-პლუტონის და ასევე პლუტონ-მთვარის კვანძების კვადრატული კავშირი. პირველი მათგანი 20 აპრილიდან - 10 ივნისამდე გასტანს. მეორის გავლენა კი თითქმის მთელი 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ ყველა ის გლობალური პროცესები, რომლებსაც გასულ წელს დაედო სათავე, ამ პერიოდში „ჩამოშლის“ წინაშე დადგება.
ეს იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ბუნებრივია, აქ რუსეთ-უკრაინის ომიც იგულისხმება.
აქედან გამომდინარე, 20 აპრილიდან - 10 ივნისამდე მოსალოდნელია ომის აქტიური ფაზა გაჩერდეს ან დასრულდეს პირველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი (თუმცა ამის აშკარა ნიშნები უკვე 2023 წლის იანვრის ბოლოდან გაჩნდება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი რეალობა რუსეთისთვის სასიკეთო არაფრით არ იქნება.
ის იდეური თუ ფიზიკური დაპირისპირება, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში ყველა რგოლში საგრძნობი იყო, 2023 წელს ნელ-ნელა დასრულებისკენ წავა. თუმცა ეს ერთი შეხედვით, რადგან ასტროლოგიური კუთხით, გლობალური პროცესები მომენტალურად არ მუხრუჭდება და მათი გავლენა დიდწილად გრძელდება (მსგავსად მანქანის დამუხრუჭებისა, რომელიც ინერციით მაინც აგრძელებს სვლას და შეიძლება შეჯახებაც კი მოხდეს)", წერს რამაზ გიგაური.
0
0