
21 ოქტომბრის 00:00 საათიდან იაშვილის ბავშვთა კლინიკამ სტაციონარულ პაციენტების მიღება შეაჩერა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ამის მიზეზი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა გახდა.
„რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს - სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას. მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული. სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
რაც შეეხება, კლინიკაში შემოწმებით გამოვლენილ ხარვეზებს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოში ახადებენ, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან კლინიკასთან და მაქსიმალურად ეხმარებიან შესაფამისი პროფილის კლინიკებში რეფერირებაში. .
0
0