
სპორტული გამარჯვების აღნიშვნა პოლიტიკური ცენზურით - ასე აფასებენ მმართველ გუნდში "სეტანტა სპორტის" ბანერს, რომელიც ისტორიაში საქართველოს ნაკრების მე-100 გამარჯვებას მიეძღვნა.
პოსტერზე არ არის გამოსახული ყველაზე ტიტულოსანი ქართველი ფეხბურთელი - კახა კალაძე. ფოტოკოლაჟში ვერ მოხვდა ვერც მიხეილ ყაველაშვილი. რატომ ვერ მოიძებნა ბანერზე მათი ადგილი? - "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ ცენზურაზე საუბრობენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, როდესაც კახი კალაძისნაირ ლეგენდარულ სპორტსმენს ბანერზე არ გამოსახავ, ან არაფერი არ გესმის სპორტში, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ
"ეს გადაწყვეტილება არახალია, წარსულშიც "სეტანტა" გამორჩეული იყო თავიანთი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებით. როდესაც, ისეთ ადამიანს როგორიც არის ბატონი კახი კალაძე, რომელიც არის ისტორიული ფიგურა მთლიანად ფეხბურთის ისტორიისთვის და იგი არის "მილანის" გუნდის ლეგენდების ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე. მას ორჯერ აქვს მოგებული "ჩემპიონთა ლიგა" და ასეთ ადამიანს როდესაც არ მოიხსენიებ, ან უბრალოდ არაფერი არ გესმის სპორტში, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ. მე მგონია, რომ ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სპორტი და პოლიტიკა", - განაცხადა გორდულაძემ.
0
0