08/08/2023
13:45
პოლიტიკა
იაპონია და ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არიან ზენიტში. თუკი რაიმე შეიძლება დღევანდელი მოცემულობით ჰქონდეთ, ყველა ტექნიკა აქვთ და მიუხედავად ამისა ჩვენ ვიცით, რომ ისინი სტიქიების ძალიან დიდ პროცენტს ვერ იცილებენ თავიდან და ევაკუაციას ვერ ახდენენ. ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის ჩვენზე გაცილებით მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში. როდესაც თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის შეუძლებელია რამის პროგნოზირება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ერთიანი გაფრთხილების სისტემა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. ამ კომპონენტებიდან ბევრი უკვე შესრულებულია. წყლის მონიტორინგის 200-მდე სისტემა არის დამონტაჟებული, მათ შორის 20 არის რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც შემდეგ ანალიზის საშუალება უნდა მისცეს ერთიანი გაფრთხილების სისტემას და ამან უნდა იმუშაოს. თუ წყლის კომპონენტთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც წყლის მონიტორინგის სისტემაში არ დაფიქსირებულა მატება ან კლება“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
0
0