15/10/2021
10:38
პოლიტიკა
„ეს არის მისი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მე ძალიან არ მსურს, რომ უკრაინის სახელმწიფო სააკაშვილს მის ავანტიურებში ეხმარებოდეს. რა, იქ უკრაინის მოქალაქეების ინტერესებს იცავდა, როდესაც საქართველოში წავიდა? დიახ, ჩვენ შეგვიძლია სააკაშვილს სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ, თუ მას ფული არ ჰყოფნის, შეიძლება ადვოკატიც ვუქირავოთ, მაგრამ, არა მგონია, უკრაინამ სააკაშვილის გასათავისუფლებლად საქართველოში სპეცოპერაცია ჩაატაროს.
„ვურჩევ იმ ადამიანებს, ვინც ექსტრადირებაზე საუბრობს, გუგლში მაინც ნახონ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ექსტრადირება ხდება იმ დროს, როდესაც ადამიანმა ჩაიდინა რაღაცა დანაშაული რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე და შემდეგ წავიდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ის ქვეყანა, სადაც ეს ადამიანი ეჭვმიტანილია ამ თუ იმ დანაშაულში, ითხოვს ამ პირის გადმოცემას. ასე რომ სააკაშვილს რომ ჩაედინა დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე და შემდეგ წასულიყო საქართველოში, მაშინ კი, შეიძლება ექსტრადირების მოთხოვნა, და შემდეგ მეორე მხარე წყვეტს, გადმოსცეს სააკაშვილი თუ არა, იმისთვის, რომ ის უკრაინაში გასამართლდეს. ამ შემთხვევაში მისი გასამართლება შეიძლება მხოლოდ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი.
გლადკიხის თქმით, მას ძალიან არ სურს, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები სააკაშვილის ავანტიურების გამო გაუარესდეს.
0
0