24/06/2022
23:24
საზოგადოება
გეკითხებით ერთ რაღაცას: როდესაც ქართველი ხალხი ვართ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში?! რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ირაკლი ღარიბაშვილი? არცერთი არ ამირჩევია მე, მაგრამ ასჯერ რომ მოგვატყუე ბატონო პრემიერო დღეს ბრიფინგზე რაც თქვი, რატომ დაგიჯერო?! – ასე მიმართა გურიიდან ჩამოსულმა აქტივისტმა, პედაგოგმა ირმა გორდელაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მრავალათასიანი აქციის მონაწილეებს სახელწოდებით “შინ ევროპისკენ”
“დღეს ის მოცემულობა გვაქვს რომ “ქართულმა ოცნებამ” “გაგვიჩალიჩა” ევროკავშირის ოცნება – ვერ შველთ ვერანაირად, თუ არ დავგდექით მაგრად და თუ არ გავერთიანდით. რა ვითმინეთ მთელი ეს წლები? ვითმინეთ საზოგადოების დაყოფა ნაცებად, ქოცებად, იმეებად, ამეებად. იყო ასე? ქვეყანაშ სიძულვილის ენა იყო? დაგვაჭმიეს ერთმანეთი? თანდათანობით შემოგვატუეს ის, რომ არაფერი არ გააკეთეს ევროინტეგრაციისთვის. დაცარიელებული სოფლებია საქართველოში, მილიონი ემიგრანტი გაქცეულია საქართველოდან? მათი ევროპიდან გამოგზავნილი ევროებით არჩენენ ოჯახს? გეკითხებით ახლა- საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა ბუნებრივი რესურსებით. გააქვთ ბუნებრივი რესურსები, ჩვენ გვხმარდება? რამდენს დაგთენებიათ ფიქრში, ხვალ ბანკის ვალი მაქვსო, გეკითხებით. რამდენი მომკვდარა იმის გამო რომ ვერ იმკურნალა. ეს ყველაფერი ვითმინეთ ჩვენ ეს წლები და ვითმინეთ პარლამენტში მოჭიკჭიკე ჩიტები. გეკითხებით ერთ რაღაცას: როდესაც ქართველი ხალხი ვართ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში?! რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ირაკლი ღარიბაშვილი? არცერთი არ ამირჩევია მე, მაგრამ ასჯერ რომ მოგვატყუე ბატონო პრემიერო დღეს ბრიფინგზე რაც თქვი, რატომ დაგიჯერო?!” – განაცხადა ირმა გორდელაძემ.
0
0