
"როდესაც მამაკაცი ქალზე ძალადობს, ეს არასრულფასოვნების კომპლექსის ბრალია" - ამის შესახებ პროდიუსერი ნიკა ლომიძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ფემიციდზე საუბროსას აცხადებს.
"როდესაც მამაკაცი ქალზე ძალადობს, ეს არასრულფასოვნების კომპლექსის ბრალია. მე მგონია, რომ რეალიზებული ადამიანი ასე არავის მოექცევა.
ზოგჯერ ამბობენ, რომ დამნაშავე აფექტის მდგომარეობაში იყო, მაგრამ კაცისკვლა ვერც აფექტის მდგომარეობით გამართლდება და ვერც - სხვა მიზეზით. თანაც, აფექტის გათამაშება თავისუფლად შეიძლება.
21-ე საუკუნეა, ის დრო ხომ არ არის, როცა ქალს განათლების და ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა? მასაც ხომ აქვს თავისუფლების და სიცოცხლის უფლება?! კიდევ კარგი, რომ სიტუაცია თანდათან იცვლება და ქალები წარმომადგენლები თავიანთ უფლებებს იცავენ. ამის დასტურია, რომ ისინი პოლიციაში რეკავენ და ძალადობის ფაქტებს აღარ მალავენ, უკვე ძალიან ცოტა ქალი ფიქრობს იმაზე, მეზობელი რას იტყვის და ვინ რას იჭორავებს.
ჩემთვის ქალზე ძალადობა წარმოუდგენელია და ვინც მასზე ხელს ასწევს, ვერ გავამართლებ, რაც უნდა ახლობელი იყოს. მეუღლე რაღაცას აშავებს? ადექი და გაეცალე - ეს ხომ მარტივია... კანონი იმისთვის არსებობს, რომ ასეთი სიტუაცია განმუხტოს და თუ გაშორდები, მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება აღარ გაქვს - ამას ყველა უნდა შეეგუოს", განაცხადა ნიკა ლომიძემ.
0
0