
შოვში ტრაგიკულად დაღუპული ზაზა მესხი და მისი უფროსი ვაჟი დღეს დაკრძალეს…
გამოსვენება ვაკის წმ. სამების სახელობის ტაძრიდან მოხდა.
ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს:
„როდესაც ეკლესიაში ორი კუბო შემოიტანეს, დიდი და ოდნავ პატარა, მაშინ მივხვდი, კარგია, რომ ისინი ერთად არიან.
მაშინაც კი თუ ჯერ კიდევ მესამე დაკარგულია.
როდესაც ლოცვები გრძელდება და შენ წყვეტ სიტყვების მოსმენას, იწყებ აზრის, მნიშვნელობის მოსმენას, ეს კი სრულიად ახალ სივრცეს ხსნის, სადაც საქმე სიყვარულზეა და არა წესებზე (სავსებით კარგია, რომ შავები არ ჩაიცვა).
როდესაც ამდენი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, მოდის სამძიმრის სათქმელად, ეს მანუგეშებელია.
ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იყო ჩვენთან,“ – აღნიშნავს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე.
თვეზე მეტი გავიდა შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელსაც სამ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორ მოზარდს, 10 და 12 წლის ბიჭებს ჯერ კიდევ ეძებენ, 12 წლის მოზარდი სტიქიას შეწირული ზაზა მესხის შვილია, 10 წლის კი – გერი.
როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა.
ზაზა ოჯახთან ერთად საქართველოში ერთი თვით ჩამოვიდა. აქ 88 წლის დედა და და ელოდნენ, რომელიც იხსენებს: "გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო… წინათგრძნობა ჰქონდაო..."
0
0