„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე საუბრობს.
„მინდა, პარტია იდგეს ადამიანების უანგარო მსახურებაზე. მინდა, ადამიანები ხედავდნენ, რომ პარტიის ლიდერები, პირველ რიგში, არიან მართლები და ამბობენ მხოლოდ სიმართლეს. რაც შეეხება კეზერაშვილს, მე ციხიდან გამოსვლის შემდეგ მქონდა რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამეა. თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ, მე როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი პარტიაში, ხშირ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით, მან როდესაც გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერი და წამყვან პოლიტიკურ თანამდებობაზე, მე მასთან შევწყვიტე თანამშრომლობა“, - განაცხადა მელიამ.
0
0