26/10/2024
20:42
არჩევნები 2024
"როდესაც დათვლა დასრულდება, შედეგი იქნება ბევრად მეტი... ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე", - ასე გამოეხმაურა პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ეგზიტპოლების შედეგებს. მისი თქმით, ახლა ფოკუსირება ხმების დაცვაზე უნდა მოხდეს და ზეიმი მხოლოდ ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ გაგრძელდეს.
"მე გეტყვით, რომ მე ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს, მას შემდეგ რაც რეალური დათვლა დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ ეგზიტპოლის ცდომილება, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში, საკმაოდ დიდია. ამიტომ არის ამხელა სხვაობები ხოლმე. ამიტომ, მე ახლა ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა თითოეული უბნიდან ხმების დაცვა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველა სახის ზეიმი, ამის შემდეგ. მერწმუნეთ, როდესაც დათვლა დასრულდება, ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, შედეგი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არის ეგზიტპოლებში და ჩვენ ამას ყველანი ვნახავთ.
ის, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომ სხვადასხვა ტელევიზიებზე სხვადასხვა რეალობა, 2 ან 3 ეს ნანახი გვაქვს და გამოვლილი გვაქვს. ჩვენ ხშირად გვქონია შემთხვევები, როცა გვიზეიმია და დილით სხვა შედეგი გვქონია. ამიტომ, ეგზიტპოლი ეგზიტპოლია, ვიზეიმეთ და ახლა დავანებეთ ამ ზეიმს თავი, ვკონცენტრირდეთ ხმების დათვლაზე. იცით, რომ წელს პირველად ტარდება ელექტრონული არჩევნები," - თქვა გახარიამ.
0
0