19/10/2024
10:26
პოლიტიკა
ამ რეზოლუციით, აშკარაა, რომ თუ ხვალ საქართველოში საკანონმდებლო არჩევნებში არ გაიმარჯვებს ის, ვინც ამ პარლამენტის ნაწილისთვის სასურველია, ზოგიერთი ამ რეზოლუციის ქნევას დაიწყებს, რომ ეს შედეგი მიუღებელია და ჩვენ სხვა რამე გვინდა, - განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატია ხორციელდება საარჩევნო ყუთთან და არა ქუჩებში, დემოკრატია არ არის ხელისუფლების დამხობის მიზნით დემონსტრაციების სისტემატური ორგანიზება.
„როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიღებთ მსგავს რეზოლუციას, ეს არ არის მხოლოდ ჭკუის სწავლება, მაგრამ ასევე ემსახურება სამომავლო ქმედებებს. რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია: „ღმერთო ჩემო, არჩევნები გაყალბდა“ ან რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია „ღმერთო ჩემო, ეს კანონები არ არის ნორმალური“, ეს შეიძლება იყოს გამართლება ზოგიერთისთვის, რომ ეს არჩევნები ეჭვქვეშ დააყენოს ქუჩაში გამოსვლით. ვფიქრობ, ამ პარლამენტში ბევრი ადამიანი ცხოვრობს მაიდანის ნოსტალგიით, რაც ზუსტად 10 წლის წინ მოხდა. მაგრამ მრჩევლები ყოველთვის არ არიან ისინი, ვინც საფასურს იხდიან. მაიდანის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა და ნახეთ, დღეს რა მდგომარეობაშია უკრაინა. ფიქრობთ, რომ ეს ძალიან პოზიტიური მოვლენა იყო? ამ რეზოლუციით, აშკარაა, რომ თუ ხვალ საქართველოში საკანონმდებლო არჩევნებში არ გაიმარჯვებს ის, ვინც ამ პარლამენტის ნაწილისთვის სასურველია, ზოგიერთი ამ რეზოლუციის ქნევას დაიწყებს, რომ ეს შედეგი მიუღებელია და ჩვენ სხვა რამე გვინდა. მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ხორციელდება საარჩევნო ყუთთან და არა ქუჩებში, დემოკრატია არ არის ხელისუფლების დამხობის მიზნით დემონსტრაციების სისტემატური ორგანიზება. საფრანგეთში ოპოზიციაში ვარ, პრეზიდენტიც გვყავს, რომელიც დღეს უმცირესობაშია, მაგრამ ის კიდევ 2 წლით არის არჩეული. ამას ჰქვია დემოკრატია და 26 ოქტომბერს როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ მას. თუ უმრავლესობა გაიმარჯვებს, მე ვიქნები პირველი, ვინც მიულოცავს, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მივულოცავ, რადგან ეს არის დემოკრატიის არჩევანი და რეზოლუციის მიღება, რომელიც შეიძლება გახდეს საბაბი, ცეცხლზე ნავთის დასხმაა. საქართველოს კი ცეცხლი არ სჭირდება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
0
0