
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ადამიანებს შორის ლექსიკის შინაარსსა და მნიშვნელობაზე საუბრობს:
"ქალს აქვს სერიოზული უპირატესობა, იმიტომ რომ სოციალურ კონტექსტში ქალი არ კარგავს სქესის ნიშანს, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ თავისი ბავშვი გადააგდო, შეჭამა, ან გაყიდა ან რაღაცა გააკეთა. დანარჩენ შეთხვევაში ის ქალია, გასათხოვარიც, გაუთხობარიც. კაცთან ესე არ არის. კაცი ხელფასი თუ არ აქვს კაცი არ არის, ლურსმამს თუ ვერ აჭედება კაცი არ არის, თუ შეეშინდა კაცი არ არის და ამ საწყალ კაცს სოციალურ კონტექსტში სულ მტკიცება რომ კაცია. რა საინტერესოა, ნახეთ თუ ქმარს ყავს საყვარელი, მისი ცოლი მაინც ქალია და თუ ცოლს ყავს საყვარელი, ქმარი კაცი არ არის. ანუ კაცი ღებულობს ორმაგ დარტყმას.
საფუძველი და ლექსიკა განსხვავებულია, შესაბამისად შედეგი არ დადგება. რას ვგულისხმობ: ვიღაცა მიყვარს და რომ შემოდის ვეუბნები "სად დაეთრეოდი?!" სიყვარულის ენაა ეს? -არა. თუ მოიყვან შესაბამისობაში რა საფუძველიც გაქვს ურთიერთობის და გაასწორებ ლექსიკას, ყველაფერი ჯდება მშვენივრად. ან საფუძველი გაასწორე. მაგრამ ერთად ყოფნა უნდათ, მაგრამ რომ აანალიზებ როგორ არიან, ერთად ყოფნა კი არა, ის რომ მოგიყვე გაიქცევი აქედან, ანუ სურვილი არ შეესაბამება ქცევას. კომუნიკაციის ფორმა გაქვს სხვა და შედეგი გინდა რომ მიიღო სხვა. როგორ მიიღებ ამ კომუნიკაციის იმ შედეგს, როცა პირიქით საპირისპიროს აკეთებ. უნდა მიხვდე რა შედეგი გინდა და იმაზე ააწყოს შენი კომუნიკაცია", - განაცხადა მხეიძემ.
0
0