28/01/2022
19:12
პოლიტიკა
"საზოგადოებამ უნდა გამოაჩინოს თავისი ძალა, უნდა დააყენოს პრინციპები, რეკომენდაციები და მოთხოვნები, შემდეგ ეს გადავა პოლიტიკურ პროცესში. თუ საზოგადოება თავისას იტყვის, მოდით მერე და ნუ შეხვალთ პარლამენტში მათი მოთხოვნების შესასრულებლად. არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ისეთი შეკრული პროცესია, ვიცი სად დამთავრდება. მე ვხედავ მსვლელობას, იქნება შეფერხება, იქნება კითხვები, მაგრამ შედეგ უკვე ერთი შედეგი ის არის, რომ მე როცა შევხვდი ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაგალითი მივეცი საზოგადოებას, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი. კითხვები შეიძლება იყოს ძალიან მწვავე, ყველანაირი, მაგრამ ყველას შეუძლია მოსმენა და საუბარი.
მე ასევე, დიდი მაგალითი მივეცი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წლების მანძილზე შემამკეს სხვადასხვა ეპითეტებით. მე მაქვს ინიციატივა, რომელსაც როგორც შევძლებ მინდა გავაძლიერო ეს საზოგადოებრივი პლატფორმა და არ მივცე საზოგადოებას იმის მოსაზრება, რომ ეს გადაწყდება ჯადოსნურად ვიღაცეების შერიგება-გარიგებით, ვინც არ უნდა იყვნენ ესენი, გინდათ ყველაზე მაღალ ვერტიკალზე მყოფნი," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
0
0