როცა ქვეყანა იტანჯება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სენით, გაუბედურებულია ათეულობით ათასი ადამიანი, ამ დროს, სპორტსმენების ძალიან დიდი ნაწილი ზურგს უმაგრებენ აზარტული თამაშების “ბიზნესს” - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს არქიმანდრიტი ილია ჯინჯიოლავა წერს
,,იმ დროს, როცა ქვეყანა იტანჯება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სენით, გაუბედურებულია ათეულობით ათასი ადამიანი, ამ დროს, სპორტსმენების ძალიან დიდი ნაწილი ზურგს უმაგრებენ აზარტული თამაშების “ბიზნესს”, აპიარებენ მათ და იღებენ მათგან გასამრჯელოსა და ძვირადღირებულ ‘საჩუქრებს’.
ჩვენ რას ვშვებით? ვაგრძელებთ მათ ტაშის კვრას და ამით თანამონაწილენიც ვხდებით ამ მანკიერ, მომაკვდინებელ და სხვათა უბედურებაზე აწყობილ “ბიზნესში”. მიხარია, როცა სპორტსმენი ჩვენს ქვეყანას ასახელებს, მაგრამ მძაგს მათი გაფხორვა.
ამ ე.წ. ბიზნესს ახასიათებს დიდი რაოდენობით, ასევე ე.წ. შავი ფული, რაზეც, სავარაუდებელია, რომ არც რიგი ჩინოვნიკები ამბობენ უარს და ხდებიან ლობისტები (მფარველები) აღნიშნული “ბიზნესისა”.
ცალკე, არც სპორტსმენთა ცნობადობა რჩება გამოუყენებელი პოლიტიკურ პროცესებსა თუ საეკლესიო ეშელონებში, რაც კიდევ უფრო სიღრმისეულს ხდის, ერთის მხრივ, სახელმწიფოებრივ, ხოლო მეორეს მხრივ, მორალურ პრობლემებს აღნიშნულ ინსტიტუციებში.
უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით." - წერს არქიმანდრიტი
0
0