27/07/2022
16:45
პოლიტიკა
ჩემთვის კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის თემა საიდუმლოს აღარ წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ადეკვატურად შეხვდებოდა ამ პასუხს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„ჩემთვის და ალბათ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც, ამ წერილის შინაარსით და ალბათ იმ ბოლო ფრაზითაც, რომელიც ეხებოდა კელი დაგნათიან შეხვედრის დადასტურებას, თარიღიც მოყვანილია - 21 მარტი, გასაგები გახდა თუ რაზე იქნებოდა იქ საუბარი. ჩემთვის პრინციპში ეს უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ადეკვატურად შეხვდებოდა ამ პასუხს. როცა კელი დეგნანს ეს კითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და პირდაპირ პასუხს ქალბატონი ელჩი გაექცა. რიგითი პოლიტიკოსები გამუდმებით აანონსებდნენ, რომ ვიღაც თავს ესხმის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ პატივისცემას ჩვენი ურთიერთობების, იმ საქმეების, რასაც აშშ და ევროკავშირი საქართველოში ახორციელებენ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
0
0