24/06/2023
12:22
მსოფლიო
"როცა გეტყვიან, რომ "ვაგნერმა" ხელი შეუშალა მუშაობას და ფრონტის ხაზზე რაღაც ჩამოიშალა - ამის მიზეზი ჩვენ არ ვიქნებით" - აცხადებს "ვაგნერის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი. მისივე თქმით, როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის, აეროდრომი "ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა. გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი ხაზს უსვამს, რომ თვითმფრინავებს, რომლებიც საბრძოლოდ მიემართებიან, მათი მხრიდან დაბრკოლება არ ხვდებათ.
"ჩვენ როსტოვის სამხედრო შტაბში ვიმყოფებით. დილის 07:30 საათია. ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლოდ მიემართებიან, განრიგის მიხედვით მუშაობენ. სამედიცინო თვითმფრინავები დაფრინავენ. პრობლემები არ არის. ჩვენ კონტროლი დავამყარეთ, რომ საბრძოლო ავიაციამ დარტყმები განახორციელოს არა ჩვენზე, არამედ უკრაინელებზე. მართვის მთავარი შტაბი საშტატო რეჟიმში მუშაობს. არანაირი პრობლემა არ არის, არცერთი ოფიცერი არ არის მოცდენილი. ასე რომ, როცა გეტყვიან, რომ ვაგნერმა ხელი შეუშალა მუშაობას და ფრონტის ხაზზე რაღაც ჩამოიშალა - ამის მიზეზი ჩვენ არ ვიქნებით,"- აცხადებს პროგოჟინი.
ვიდეოში "ვაგნერის" ხელმძღვანელი ჰყვება იმ რეალურ დანაკარგებზე, რომელიც რუსეთს უკრაინასთან ომში აქვს.
"ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგულია. მოკლული სამხედროები 3-4-ჯერ აღემატება იმ რაოდენობას, ვიდრე ეს ხელმძღვანელობას დოკუმენტებში წერია. ხოლო ის, რაც მიეწოდება, არის ათჯერ მეტი, რასაც ტელევიზიით აცხადებენ. დღიური დანაკარგი ზოგიერთ დღეს ათასამდე ადამიანს შეადგენს. ეს მოიცავს მოკლულებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, დაშავებულებს და იმათ, ვინც უარს ამბობს ბრძოლაზე, არა იმიტომ, რომ მათ შეეშინდათ, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ – არ აქვთ საბრძოლო მასალები, არ აქვთ მართვა. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გაიქცა, როგორც კი გაიგო რომ ჩვენ შენობას ვუახლოვდებოდით,"- აცხადებს ევგენი პრიგოჟინი.
0
0