27/07/2023
10:52
პოლიტიკა
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება.
ამჯერად, ერთმანეთს ნიკა მელია და გია ბარამიძე დაუპირისპირდნენ ნიკა მელიას facebook სტატუსის გამო, რომელსაც გია ბარამიძემ მელიას პოსტის კომენტარებშივე უპასუხა.
"ნიკა, საოცარია შენ და კიდევ ზოგი ის ადამიანი, რომელსაც ვარდების რევოლუციასთან შეხებაც კი არ გაქვს, მოქალაქეთა კავშირზე მე მესაუბრებოდეთ.
მაგ ლოგიკით, იმასაც იკადრებთ, რომ მიშასაც იგივე პრეტენზიებს წაუყენებთ, რადგან ჩემსავით ადრეულ ეტაპზე ერთად ვიყავით იმ პარტიაში.
ცდილობ ამტკიცო, რომ მარტვილში არჩევნებზე რაღაც მოხდა, 2021 წელს და აქამდე არ გქონდა საშუალება ამაზე რეაგირება მოგეხდინა. ძალიან არადამაჯერებელია.პოლიტიკურ საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით კი მიკვირს, ასე როგორ ტყუი. კარგად იცი, რომ არაფერი "გამიპრავებია" და იმავე დღეს საჯაროდ გავაკრიტიკე ეგ პროცესი და შემდეგ არაერთხელ იგივე გავაკეთე სხვადასხვა ეთერებშიც, ისევე, როგორც ბოლო ეთერშიც (ბმული ცალკე ჩავაგდე მაინც). ვთქვი რასაც ვფიქრობ, სად დაინახე აქ რამის "გაპრავება"? მიშას პარტიის (სადაც ხარ) ქოცების გულის გასახარად ლაფში ამოსვრა ვერაფერი დიდი პოლიტიკოსობაა.
პრინციპულობაზე შენ ვერ ისაუბრებ, რადგან არ გქონია, როგორც გაირკვა და ამის კონკრეტული ფაქტები ჩემს ინტერვიუში ვთქვი. როცა გაწყობდა, მოგწონდა კეზერაშვილთან მუშაობა და როცა აღარ მოგეწონა, მისი ლანძღვა დაიწყე, ქოცებთან უნისონში. სირცხვილია!
გისურვებ გონს მოეგო, შეწყვიტო ჩვენი პარტიის ლანძღვა და ლაფის სროლა, რაც მხოლოდ რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.თუ ენმ არ მოგწონს, შექმენი შენი პარტია და თუ შეგიძლია, ენმ-ზე უკეთ ებრძოლე რუსულ რეჟიმს, მე მხოლოდ წარმატებას გისურვებ,"- წერს გია ბარამიძე კომენტარში.
0
0