29/11/2021
10:58
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოში უპრეცენდენტო ზომებია მიღებული, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იქნება ნომერ პირველი პატიმარი, ზუსტად იგივე უდაფრთოცების ზომები იქნება მიღებული.
“უსაფრთხების ზომებს რაც შეეხება გაგივირდებათ და მე გეტყვით რომ სახელმწიფო იღებს უსაფრთხოებას საკუთარ თავზე და უნდა ვაცალოთ. როგორც თვლის საჭიროდ, ისეთი ღონისძიებები გაატაროს. ოღონდ ზუსტად იცოდეს რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება მასზეა და ასევე ძალიან კარგია, რომ ამას ჩვენ ვხედავთ. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. როდესაც გეუბნებით – მიმაჩნია, რომ კარგია უსაფრთოხების ეს ზომები, ვგულისხმობ რომ კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს, იმიტომ რომ ის რომ იქნება ამ ქვეყნის ნომერ პირველი პატიმარი, იგივე ღონისძიებები იქნება მიღებული, ოღონდ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იქნება მოსული” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0