20/01/2024
15:19
სხვადასხვა
Lemons Group-ის დამფუძნებელი, ირინე მელიმონაძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა შრომით ბაზარს დაალაგებს. როგორც ის BMG-სთან აცხადებს, მომავალში დასაქმებულებს არა რობოტები, არამედ ის ადამიანები ჩაანაცვლებენ, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეეძლებათ.
"ადამიანურ ინტელექტს, ადამიანურ ემოციას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. უბრალოდ ჩვენს შრომას და გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის კადრებს დააფასებს. შრომით ბაზარზე განუკითხაობა ხდებოდა. კადრების დეფიციტის გამო გამოცდილი და გამოუცდელი კადრი ერთ დონეზე იდგა. ახლა უკვე დაფასდება ის, რასაც ადამიანური ინტელექტი ჰქვია. სწორად თუ გინდათ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, მაღალი ინტელექტი უნდა გქონდეთ", - აღნიშნავს ირინე მელიმონაძე.
როგორც ის ამბობს, გამოწვევების წინაშე არაერთი პროფესიის ადამიანი დგას, მათ შორის, მარკეტერები და PR-სპეციალისტები.
bm.ge
0
0