
რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული - კონკრეტულმა ელჩებმა- დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თვისებრივად გაუარესებაში, აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლება არ აქვთ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ეხება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „გადაყენებული ელჩის ჭორაობაზე კომენტარი უადგილოა“.
„ჩვენ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთეთ. რომ მოგვდიოდა ღია წერილის გაგზავნა, ღია წერილი გაიგზავნებოდა. რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული. საჯარო წერილი რომ ყოფილიყო გავასაჯაროებდით, რაც საჯარო იყო გავასაჯაროვეთ. რაც შეეხება გადაყენებული ელჩის ჭორაობას, აღნიშნულზე კომენტარი უადგილოა. თქვენ ნახეთ დემონსტრაციულად ერთი და იმავე დღეს დააწერინეს განცხადება ქალბატონ დანიგანს. იმავე დღეს მოგვცეს თანხმობას აქართველოს ელჩის დანიშვნაზე, რაც დემონსტრაციული აქტი იყო. გადააყენეს ადამიანი, დაკავებულია ჭორების გავრცელებით. ეს არ არის სერიოზული.
ჩვენ გვინდა, აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს იყო ჩვენი ყველა წერილის და კომუნიკაციის გაცხადებული შინაარსი. ყველა კომუნიკაციის შინაარსი ეს იყო, ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა.
ბევრი რამ გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის, კონკრეტულმა ელჩებმა: დეგნანი, დანიგანი, რეალურად მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თვისებრივად გაუარესებაში, აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლება არ აქვთ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ეხება“,- აღნიშნა პრემიერმა.
1
0
„ჯარის ბანაკი“ მეხუთე როტაციას მასპინძლობს
18/07/2025