
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბრიტანეთს საარჩევნო პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი ე.წ. ინფლუენსერებს უხდიდა ფულს მედიასააგენტოს მეშვეობით, რათა გავლენა მოეხდინა 2023 წლის სლოვაკეთის საყოველთაო არჩევნებზე მმართველი „სმერის” საზიანოდ და პარტია „პროგრესული სლოვაკეთის” სასარგებლოდ.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი გამოიძახეს.
„2023 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, უცხო ქვეყნის, რომელიც ჩვენი მოკავშირეა ნატო-ში, მიერ განხორციელდა მიზანმიმართული, განზრახ აქტივობა ზოგიერთ სლოვაკ ჟურნალისტთან და ზოგიერთ სლოვაკ პოლიტიკურ გავლენიან პირთან თანამშრომლობით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტოსთან თითქმის ათი მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ამ სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავლენიანი პირების, პოლიტიკური აქტივისტების მოძიება და ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენა ევალებოდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არაფერი უარყო და მხოლოდ ის განაცხადა, რომ იბრძოლებს დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა დასძინა, რომ თუ სამინისტრო საკმარის ახსნა-განმარტებას ვერ მიიღებს, შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025