
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკომისიის წინადადებას არანაირ გარემოებებში არ დაუჭერს მხარს. კერძოდ, ევროკომისიის წინადადება შეეხება გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გამოყოფას.
რობერტ ფიცოს თქმით, ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას უკვე გაუგზავნა.
„ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასწორი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება უბრალოდ უაზრო მკვლელობაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების გაძლიერების გარეშე. არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.
0
0