
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინადადება, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას არ წაუკითხავს ამ წინადადების შემცველი წერილი, რომელიც მერცმა ევროკომისიას გაუგზავნა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს იდეა ევროკავშირის წევრებს შორის საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
„ან ჩვენ ვიღებთ ვინმეს ევროკავშირში, ან არა. დღეს ევროკავშირში არ არსებობს ასეთი ნაბიჯებისთვის შესაბამისი ატმოსფერო“, – განაცხადა ფიცომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ პირობები, რაც გრძელვადიანი პროცესია.
ფიცოს თქმით, მისი აზრით, ამ ეტაპზე ევროკავშირს უნდა შეუერთდნენ სხვა ქვეყნები, კერძოდ მონტენეგრო, ალბანეთი და სერბეთი.
„ეს სამი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ ევროკავშირში“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის“ მინიჭების იდეით გამოვიდა. მედიის ცნობით, მერცმა ეს ხედვა წერილით გაუზიარა სხვა ევროპელ ლიდერებს.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 მაისიდან
21/05/2026