-share.jpg)
სლოვაკეთის პრემეირ-მინისტრი რასაც აღწერს თავის 10-წუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური, რაც საქართველოში ხდება, შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური, – ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრიმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს დაუსვეს კითხვა რობერტ ფიცოს განცხადებაზე, რომ სლოვაკეთის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის მაიდანში და ის ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში.
„დეტალები არ ვიცი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. ხშირად ვციტირებდი ხოლმე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს, თავის 10-წუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც საქართველოში ხდება, შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0