რიყე-ნარიყალას საბაგირო დღეიდან პირველ მარტამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება
07/02/2022
10:26
საზოგადოება
A-
+A
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, დღეიდან, 7 თებერვლიდან პირველ მარტამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, მზიდსაწევი ბაგირი გამოიცვლება და სერვისული სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოებს ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ სპეციალისტები შეასრულებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
0
0
474
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%