
„რითეილ ასოციაცია“, რომელიც მსხვილი ჰიპერმარკეტების მფლობელ კომპანიებს აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს.
საუბარია სუს-ის მიერ ასოციაციის წევრი კომპანიების დოკუმენტაციის გამოთხოვაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაციის ყველა წევრი კომპანია საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს.
„განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.
ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.
გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
„რითეილ ასოციაცია“ აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
დეილი ჯგუფი (სპარი, დეილი, მაგნიტი, კალათა, იოლი, გვირილა)
ნიკორა თრეიდი (ნიკორა და ლიბრე)
კარფური
აგროჰაბი
გუდვილი
ზღაპარი
უნივერსამი
სმარტი
ვეი მარტი
გალფ სთორი
0
0