08/11/2022
12:22
მსოფლიო
აშშ-ში შუალედური არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მიმდინარე არჩვენვი პირველი იქნება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის ხელში ჩაგდება სცადეს, როდესაც მან ჯო ბაიდენთან წააგო. კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას 2023 წლის დასაწყისში დაიწყებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში დემოკრატიულ პარტიას უმრავლესობა ჰყავდა როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისევე სენატში (ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ხმის გამო), რამაც მას საშუალება მისცა, თავისი წარმომადგენლები კონგრესის კომიტეტებში უმაღლეს თანამდებობებზე არა მხოლოდ დაენიშნა, არამედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივები თავისუფლად განეხორციელებინა.
ამჯერად, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბრძოლა შეიძლება, იმით დასრულდეს, რომ ამ უკანასკნელებმა კონტროლი კონგრესის როგორც ქვედა, ისე ზედა პალატაზე მოიპოვონ. The New York Times-ი, სიენას კოლეჯის გამოკითხვაზე დაყრდნობით, წერდა, რომ ამერიკელთა 49% მზად არის, ხმა რესპუბლიკელებს მისცეს, ხოლო გამოკითხულთა 45% მხარს დემოკრატებს უჭერს.
CNN-ი, Inside Elections-ის 3 ნოემბრის გამოთვლებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, რომ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში მინიმუმ 216 ადგილს მოიპოვებენ, ხოლო დემოკრატები - მინიმუმ 199-ს. კიდევ 20 მანდატის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია და მათი განაწილების მიხედვით, თითოეულ პარტია უმრავლესობის შანსს შეინარჩუნებს.
CNN-ის პროგნოზით, რესპუბლიკელები მინიმუმ 20 მანდატს მიიღებენ, ხოლო დემოკრატები - 35-დან მინიმუმ 12-ს. ამრიგად, პროგნოზით, რესპუბლიკელები ერთი მანდატით ლიდერობენ: 49 48-ის წინააღმდეგ.
The Economist-ის საბოლოო პროგნოზით, რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში 224 ადგილს მიიღებენ, ხოლო სენატში - 5-ს, რაც კონგრესზე სრულ კონტროლს ნიშნავს.
0
0