
ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, “ქართული ოცნების” დეპუტატს დავით სერგეენკოს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო, მადლობას უხდის.
"მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს ცალსახად არასწორად" - დავით სერგეენკო
მადლობა ამ პოზიციისთვის დავით სერგეენკოს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, დავით სერგეენკომ დღეს კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, დამაზიანებელია, როდესაც პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ენიჭება. "როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა ენიჭება პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი. მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა, ასეთი ტერმინი არის კლინიკურ მედიცინაში, მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად", განაცხადა სერგეენკომ.
0
0