
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხდებით, რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დაუფიქრებლობამ კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ მსოფლიო კიდევ უფრო ახლოს მიიყვანა ბირთვულ ესკალაციასთან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ომი დაბრუნდა ევროპაში. ნატოს მოკავშირეები გვაფრთხილებენ, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ისინი შეიძლება იყვნენ შემდეგი. პუტინის დაუფიქრებლობამ უფრო ახლოს მიგვიყვანა სახიფათო ბირთვულ ესკალაციასთან კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ“, - თქვა სუნაკმა.
ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით სამხედრო წვრთნებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დავალებით, საბრძოლო მისიების შესასრულებლად არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდის მიზნით, გენერალურმა შტაბმა წვრთნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
0
0