
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მიყენებულ სარაკეტო დარტყმაზე, ალექსეი დანილოვმა პოლონეთს მტკიცებულება მოსთხოვა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი პარტნიორებს მოუწოდებს, რათა მათ მონაცემები მიაწოდონ, რის საფუძველზეც მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა.
უკრაინა ასევე ინციდენტის ადგილზე შესვლას მოითხოვს.
დანილოვის თქმით, უკრაინა პოლონეთში რაკეტის დაცემის ინციდენტის შემდგომ დეტალურ შესწავლას მხარს უჭერს და მზად არის, პარტნიორებს რუსული კვალის მტკიცებულებები გადასცეს.
„ასევე, ჩვენი პარტნიორებისგან ინფორმაციას ველით, საბოლოო დასკვნას ველით, თუ რის საფუძველზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა იყო. ამის გარდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებისგან ვითხოვთ, აფეთქების ადგილზე შესვლა დაუყოვნებლივ მოგვეცეს", - ნათქვამია განცხადებაში.
"უკრაინა სიტუაციის ყოვლისმომცველი შესწავლისა და არსებული მონაცემების სრულ სპექტრზე დაფუძნებული დასკვნების შეთანხმებისთვის კვლავ ღიაა. მომხდარში მხოლოდ რუსეთი და მისი სარაკეტო ტერორია დამნაშავე. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ რუსული რაკეტებისგან ცენტრალური ევროპის რეგიონის დაცვა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ეფექტური საჰაერო ფარის შემუშავებით არის შესაძლებელი", - განაცხადა დანილოვმა,
0
0