18/04/2023
17:53
პოლიტიკა
"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის პარლამენტში სიტყვიერი შელაპრაკება მოხდა.
პოლიტიკური განცხადებების დროს ერთმანეთს ანი წითლიძე და ნინო წოლოსანი დაუპირისპირდა. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილისა და მისთვის გადაცემულ ჯილდოებზე გააკეთა განცხადება.
"მინდა, პოლონეთში ადამიანებს ვკითხო, რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ, მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი, რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, რუსეთს გადასცა, ახალი ტერიტორიები ოკუპანტს ჩააბარა და ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი," - განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
მის ამ განცხადებას კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ უპასუხა:
"მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება თქვენი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენია"- განაცხადა ანი წითლიძემ.
0
0