12/04/2023
15:55
პოლიტიკა
რის გადაფარვას ცდილობენ ამით, ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის, ბაობაბების საქმის? ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალას, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
გიორგი ბოტკოველის თქმით, როგორც მან მოისმინა ინფორმაცია, თავად დავით კეზერაშვილი გაავრცელებს განცხადებას და ამ ყველაფერს განმარტავს.
„მთავარი არის ერთი რამ, აგერ არის საერთაშორისო გამოძიება, საერთაშორისო მედია. როგორც მოვისმინე, თვითონ დავით კეზერაშვილიც გაავრცელებს ინფორმაციას და ამ ყველაფერს განმარტავს. ვარაუდების დონეზე „გამოძიებული“ კონკრეტული რაღაც არის და ამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
0
0