
რიო-დე-ჟანეიროში, გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლიციის რეიდის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა კომანდო ვერმელჰოს ბანდის მაღალი რანგის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ნარკოოპერაციების წარმოებასა და ფულის გათეთრებაში. შეტაკებებმა ჯანდაცვის სერვისების, სკოლებისა და ტრანსპორტის მუშაობა შეფერხება გამოიწვია. ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე ალემაოსა და პენჰას ფაველაში [ღარიბულ უბნებში] ჩატარებული ოპერაციის დროს პოლიციამ 81 ადამიანი დააკავა და 250-ზე დაპატიმრების ორდერი გასცა. ეჭვმიტანილებმა მათ წინააღმდეგ ყუმბარებით შეიარაღებული დრონები გამოიყენეს.
დაღუპულთა რაოდენობა, რომელთა შორის ოთხი პოლიციელია, ქალაქის გუბერნატორმა, კლაუდიო კასტრომ დაადასტურა.
„ჩვენ მტკიცედ ვებრძვით ნარკოტერორიზმს,“ - განაცხადა გუბერნატორმა კასტრომ.
როგორც ცნობილია, რიო-დე-ჟანეირო მომავალ კვირას C40-ს სამიტს - კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით მერების გლობალურ შეკრებას - მასპინძლობს. ქალაქში ასევე გაიმართება პრინც უილიამის Earthshot-ის პრემიის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კაილი მინოუგი და სებასტიან ფეტელი.
0
0
 
             
             
             
             
             
            