
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სპეციალურ ბრიფინგზე ამბობს, რომ რიკოთის გზასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთზე მეწყერი არ ჩამოსულა და ეს გზა დაწესებული სპეციალური რეჟიმის გამო უსაფრთხოა.
"რაც შეეხება ბრალდებებს, პირველი ბრალდება იყო, რომ რიკოთი დაკეტილია, რაც არ არის სწორი. რიკოთი არ არის დაკეტილი, იქ მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის მიზეზიც არის ის, რომ 149-ე კილომეტრზე არსებული ძველი გზიდან, დაახლოებით 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყერის კერა, რომლის ანალიზიც გააკეთეს სპეციალისტებმა და მიჩნეული იქნა მომეტებულ საფრთხედ, მყისიერად იქნა გადაწყვეტილება მიღებული რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე დაწესდა შესაბამისი სპეციალური რეჟიმი, რის გამოც მოხდა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და დღესაც რჩება უსაფრთხოდ ეს გზა. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რიკოთზე მეწყერი არ ჩამოსულა,"- აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
0
0