05/04/2023
12:32
პოლიტიკა
რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ 9 აპრილს აქციას რეგიონიდან ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება.
9 აპრილთან დაკავშირებით დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას. ისიც ნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იქ ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან და სახიფათო თუ არის გადაადგილება, არავინ იცის, ტრაილერებს რატომ ატარებენ. ამ დროისთვის იქ გზაც გაწმენდილია. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონებიდან ადამიანები მოიყრიან თავს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მაცხოვრებლების დიდი უმრავლესობა იქნება 9 აპრილის აქციაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, როგორც ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე საუბრისას აღნიშნა, აქციაზე მოთხოვნებს შორის დაყენებული იქნება ნიკა გვარამიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების თემა. ხაბეიშვილის თქმით, ეს არ არის პარტიული მოთხოვნა, არამედ 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია.
„მოთხოვნა არის ერთი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. ხალხს გვიწევს სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლა, რადგან საბოტაჟირებს „რუსული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ცხადია, აქციაზე პრიორიტეტული იქნება ლაზარეს გათავისუფლების საკითხი. მთავარი და წარმოუდგენელია, სხვანაირად იყოს – როცა ვლაპარაკობთ ნიკა გვარამიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია და პარტიული მოთხოვნა არ არის. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნა, 27 ქვეყნის დემარშის ერთ-ერთი საგანია. ამიტომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0